ვებ-გვერდის სარგებლობის წესები და პირობები (Terms & Conditions)
- ზოგადი დებულებები
- წინამდებარე წესები და პირობები (შემდგომში – წესები) არეგულირებს შპს „გოლდ ავენიუს“ (ს/ნ: 420004499, მის: საქართველო, ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №1) (შემდგომში – კომპანია) მიერ ოპერირებადი ვებ-გვერდის gold.ge გამოყენებისა და ოქროს (მონეტები, ზოდები, ფირფიტები) გაყიდვის პირობებს.
- თუ სხვა რამ არ არის მითითებული, საავტორო და სხვა სახის ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ვებ-გვერდზე და მასზე გამოქვეყნებულ მასალაზე ეკუთვნის შპს „გოლდ ავენიუს“ (ს/ნ: 420004499, მის: საქართველო, ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №1).
- ვებ-გვერდი ეკუთვნის შპს „გოლდ ავენიუს“ (ს/ნ: 420004499, მის: საქართველო, ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №1) და კომპანიის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე აკრძალულია ვებ-გვერდიდან ნებისმიერი მონაცემის მოპოვება, კოპირება, შენახვა ან კომერციული გამოყენება, როგორც მექანიკური საშუალებებით, ისე ნებისმიერი ავტომატიზებული სისტემის, პროგრამის (ე.წ. „სკრაპინგი“, „ბოტები“, „სპაიდერები“) ან სხვა ტექნიკური მეთოდების გამოყენებით.
- ვებ-გვერდის გამოყენებით, თქვენ, მომხმარებელი ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე წესებსა და პირობებს, უპირობოდ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკასა და „ქუქი პოლიტიკას“. თუ წესებსა და პირობებს არ ეთანხმებით, გთხოვთ, შეწყვიტოთ ამ ვებ-გვერდის გამოყენება. მხარეთა სპეციალური წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, ცალკეულ კლიენტებთან (მათ შორის, მსხვილი/კორპორატიული შესყიდვების ფარგლებში) შესაძლებელია განისაზღვროს წინამდებარე წესებისა და პირობებისგან განსხვავებული, ინდივიდუალური ნასყიდობის/მომსახურების პირობები. ასეთ შემთხვევებში, ინდივიდუალურ ხელშეკრულებასა და წინამდებარე წესებს შორის შეუსაბამობისას, უპირატესობა ენიჭება ინდივიდუალური ხელშეკრულების პირობებს.
- წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე სავალდებულო შეთანხმებას კომპანიასა და თქვენს შორის, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ ვებ-გვერდისა და ჩვენი სერვისების გამოყენებას.
- კომპანია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს განაახლოს, შეცვალოს, ან გადახედოს წინამდებარე წესებსა და პირობებს. ნებისმიერი ცვლილება ძალაში შევა ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე. ვებ-გვერდზე მითითებული იქნება ბოლო განახლების თარიღი. თქვენ ვალდებული ხართ ვებ-გვერდის გამოყენებისას ყოველ ჯერზე გადაამოწმოთ წესებისა და პირობების ბოლო განახლების თარიღი და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოთ მას. წესებსა და პირობებში ცვლილების შეტანის შემდეგ თქვენ მიერ ვებ-გვერდის გამოყენება წარმოადგენს თქვენს მიერ შეცვლილი პირობების მიღებას.
- საქმიანობის ფორმა და შინაარსი
- კომპანია ახორციელებს ოქროს (მათ შორის LBMA სერტიფიცირებული ზოდების, ფირფიტებისა და მონეტების) გაყიდვას.
- კომპანია მოქმედებს როგორც გამყიდველი და ყველა გაყიდვა ხორციელდება უშუალოდ კომპანიასა და მომხმარებელს შორის.
- კომპანია ასევე ახორციელებს ოქროს (ნებისმიერი სახის ძვირფასი ლითონის, ნაკეთობის, მონეტისა თუ ზოდის) სტანდარტულ შესყიდვას როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისგან. მომხმარებელი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ ოქროს შესყიდვის/მიღების სერვისი არ ხორციელდება დისტანციურად (ვებ-გვერდის მეშვეობით). ნივთის ფიზიკური ექსპერტიზა, სინჯის/წონის დადგენა, საფასურის საბოლოო შეთავაზება, შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულების გაფორმება და ანგარიშსწორება მიმდინარეობს ექსკლუზიურად პირისპირ, კომპანიის ოფიციალურ ფილიალში/სავაჭრო სტენდთან, წინასწარ დაგეგმილი ვიზიტის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა პროცედურების მკაცრი დაცვით.
- კომპანიის მიერ ვებ-გვერდზე განთავსებული შეთავაზებები წარმოადგენს მომხმარებლის მისამართით გაკეთებულ მოწვევას ოფერტზე და არ არის სავალდებულო ძალის მქონე.
- კონფიდენციალურობა
- კომპანია ამუშავებს და საჭიროების შემთხვევაში, უზიარებს მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას იმ სერვის პროვაიდერებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ვებ-გვერდის ფუნქციონირებას, მათ შორის გადახდის დამუშავებას, ტექნიკურ მხარდაჭერას და პროდუქტის მიწოდებას. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შეკვეთის შესრულებისა და კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისთვის.
- დამატებითი ინფორმაციისთვის პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას“ (———–ლინკი).
- ვებ-გვერდით სარგებლობის წინაპირობები
- კომპანიის ვებ-გვერდზე რეგისტრაცია უფასოა.
- მომხმარებელი უნდა იყოს (ა) არანაკლებ 18 წლის ასაკს მიღწეული, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ქმედუნარიანი ფიზიკური პირი ან/და (ბ) იურიდიული პირი წარმოდგენილი უფლებამოსილი ფიზიკური პირის მიერ.
- მომხმარებელმა ვებ-გვერდზე სწორად უნდა შეავსოს ყველა სავალდებულო ველი შეკვეთის განთავსებისას, მომხმარებლის პროფილის შექმნის პროცესში კი გამოიყენოს ნამდვილი და უტყუარი ინფორმაცია.
- მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ კომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის სრული, სწორი და ნამდვილი. ასევე, იღებს ვალდებულებას ვებ-გვერდით სარგებლობისას, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, მომხმარებლის პროფილის შექმნისას ან/და შეკვეთის განთავსებისას ან ასეთი განთავსების შემდგომ მიწოდებულ მონაცემთა ცვლილებების შემთხვევაში, დროულად შეიტანოს ცვლილებები მომხმარებლის პროფილში რედაქტირების გზით.
- ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ არ გამოიყენებთ სერვისს მესამე პირთა უფლებების დასარღვევად, სპამის გასავრცელებლად ან ვირუსების გადასაცემად. აკრძალულია სხვა მომხმარებლის სახელით თავის გასაღება ან დაცულ სისტემებში შეღწევის მცდელობა.
- ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ არ გამოიყენებთ პლატფორმას არაკანონიერი მიზნებისათვის, მათ შორის თაღლითობის ან/და ფულის გათეთრებისთვის.
- მომხმარებელი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ პირად პროფილზე (ანგარიშზე) წვდომის მონაცემების უსაფრთხოების დაცვა მისი პერსონალური პასუხისმგებლობაა. პლატფორმაზე მომხმარებლის პროფილის გამოყენებით განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა განიხილება უპირობო პრეზუმფციით, როგორც თავად მომხმარებლის მიერ შესრულებული ქმედება, რაც წარმოშობს შესაბამის სამართლებრივ ვალდებულებებს. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ ანგარიშზე არასანქცირებულ წვდომასა და მის მიერ აღებულ ვალდებულებებზე. ნებისმიერი ზიანი, რომელიც გამოწვეულია ანგარიშის მესამე პირისთვის გადაცემით ან არაჯეროვანი დაცვით, სრულად ეკისრება მომხმარებელს.
- თუ აღმოაჩენთ ან ეჭვი გეპარებათ, რომ ვიღაცამ თქვენს ანგარიშზე წვდომა თქვენი ნებართვის გარეშე მოიპოვა, გთხოვთ შეგვატყობინოთ დაუყოვნებლივ, რათა შევძლოთ გონივრულ ვადაში თქვენი ანგარიშის დაბლოკვა.
- მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ არ იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ან სხვა ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ, რომელიც გავლენას ახდენს მის ფსიქიკურ და გონებრივ/ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე და აფერხებს მის მიერ ნების თავისუფლად გამოხატვას, ინფორმირებული ან/და გააზრებული არჩევანის გაკეთებას. მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ არ გამოიყენებს ვებ-გვერდს ამგვარ მდგომარეობაში.
- კომპანია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე შეზღუდოს, შეუჩეროს ან სამუდამოდ გაუუქმოს მომხმარებელს ანგარიში, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი წინამდებარე წესების ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე.
- ფასწარმოქმნა და შეკვეთის გაფორმება
- ვებ-გვერდზე განთავსებული ოქროს ფასები არის დინამიური და გენერირდება ავტომატურ რეჟიმში, ძვირფასი ლითონების საერთაშორისო ბირჟის მიმდინარე კურსზე დაყრდნობით. პროდუქციის კალათაში (Shopping Cart) განთავსებისას, ფასი რჩება დინამიური და შესაძლოა შეიცვალოს საერთაშორისო ბირჟის მერყეობის შესაბამისად.
- პროდუქციის საბოლოო ღირებულება მოიცავს ოქროს საბაზრო ფასს, კომპანიის ფასნამატს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა აუცილებელ გადასახადსა და გადასახდელს (ამგვარის არსებობის შემთხვევაში).
- მომხმარებელი შეკვეთის გაფორმების პროცესს იწყებს ვებ-გვერდზე ინტეგრირებული სისტემის მეშვეობით. პროდუქციის ფასის დროებითი ფიქსაცია ხდება მხოლოდ მომხმარებლის მიერ „ყიდვის გაგრძელების“ (Proceed to checkout) ღილაკზე დაჭერისა და საანგარიშსწორებო გვერდზე გადასვლის მომენტიდან.
- საანგარიშსწორებო გვერდზე გადასვლისას, ოქროს ფასი ფიქსირდება და უცვლელია მკაცრად განსაზღვრული —- (—-) წუთის განმავლობაში. აღნიშნული —- წუთიანი ვადის განმავლობაში ფასი გარანტირებულია და არ ექვემდებარება ცვლილებას, მიუხედავად ბირჟაზე ოქროს კურსის შემდგომი მერყეობისა. მომხმარებელი ვალდებულია აღნიშნულ ვადაში დაასრულოს შეკვეთა (დააჭიროს შეკვეთის დადასტურების/გადახდის ღილაკს). —- წუთიანი ვადის უშედეგოდ გასვლისთანავე, ფასის ფიქსაცია ავტომატურად უქმდება, ფასი ახლდება მიმდინარე საბირჟო კურსის შესაბამისად და კომპანია სრულად თავისუფლდება ძველი ფასით პროდუქციის მიწოდების ვალდებულებისგან.
- შეკვეთის დადასტურების/დასრულების ღილაკზე დაჭერით, მომხმარებელი გამოხატავს თავის უპირობო, საბოლოო და შეუქცევად ნებას, დადოს ნასყიდობის ხელშეკრულება და შეიძინოს შერჩეული პროდუქცია შეკვეთის გაფორმების მომენტში დაფიქსირებულ ფასად.
- იმ შემთხვევაში, თუ სისტემური, ტექნიკური პროგრამული ხარვეზის, ან მესამე პირებისგან (გლობალური ბირჟებიდან) მიღებული მონაცემების შეფერხების გამო, ვებ-გვერდზე პროდუქციის ფასი აისახა არსებითად არასწორად (აშკარად შეუსაბამო/არარეალისტური ფასი, რომელიც საგრძნობლად ჩამოუვარდება ოქროს რეალურ საბაზრო ღირებულებას), კომპანია იტოვებს უპირობო უფლებას, ნებისმიერ ეტაპზე ცალმხრივად გააუქმოს ასეთი შეკვეთა, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ მომხმარებელს უკვე გადახდილი აქვს თანხა. შეკვეთის ამ საფუძვლით გაუქმებისას, გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდება მომხმარებელს და კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი დამატებითი კომპენსაციის გადახდის ვალდებულებისგან.
- კომპანია უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერი საფუძვლით უარი თქვას შეკვეთის მიღებაზე ან გააუქმოს უკვე დადასტურებული შეკვეთა.
- ანგარიშსწორება
- კომპანიის ფიზიკურ ფილიალში/სავაჭრო სტენდთან პროდუქციის უშუალოდ ადგილზე შეძენისას ანგარიშსწორება დასაშვებია როგორც უნაღდო, ისე ნაღდი ფულით (ლარში), მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ლიმიტებისა და წინამდებარე მუხლის მოთხოვნების დაცვით.
- ვებ-გვერდის (gold.ge) მეშვეობით შეკვეთის გაფორმებისას ანგარიშსწორება ხორციელდება ექსკლუზიურად უნაღდო ფორმით ეროვნულ ვალუტაში (ლარი), შემდეგი საგადახდო მეთოდების გამოყენებით:
(ა) ღია ბანკინგის (Open Banking / QR კოდი) მეშვეობით: აღნიშნული საგადახდო არხი თავისუფლდება დამატებითი საკომისიოებისგან, თუმცა ხელმისაწვდომია მხოლოდ პარტნიორი კომერციული ბანკების მომხმარებლებისთვის;
(ბ) სტანდარტული საბანკო ბარათით (Visa / Mastercard): გადახდისას შესაძლოა მოქმედებდეს მომსახურე ბანკის მიერ დადგენილი საკომისიო (შესაძლოა 2-3%-ის ფარგლებში), რომელიც სრულად ეკისრება მომხმარებელს და კომპანია არ არის პასუხისმგებელი აღნიშნული საკომისიოს მოცულობასა თუ მის ჩამოჭრაზე.
- ვებ-გვერდზე ონლაინ შესყიდვისას, მომხმარებელი ვალდებულია ანგარიშსწორება (გადახდის ავტორიზაცია) წარმატებით დაასრულოს საანგარიშსწორებო გვერდზე (Checkout) მითითებული —- წუთიანი დროითი ლიმიტის ამოწურვამდე.
- ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულად, ხოლო შეკვეთა დადასტურებულად მიიჩნევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომხმარებელი დადგენილ —– წუთიან ვადაში განახორციელებს სრულ გადახდას, ტრანზაქცია წარმატებით ავტორიზირდება საგადახდო სისტემის მიერ და შეკვეთას მიენიჭება უნიკალური ნომერი. დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, ფასის ფიქსაცია უქმდება. საბანკო ტრანზაქციის შეფერხებით, დასვენების ან უქმე დღეებით გამოწვეული დაგვიანების რისკი სრულად ეკისრება მომხმარებელს.
- ტრანზაქციასთან დაკავშირებული ნებისმიერი საბანკო საკომისიო ან/და მესამე მხარის მომსახურების საფასური სრულად ეკისრება მომხმარებელს. კომპანიის ანგარიშზე უნდა ჩაირიცხოს ინვოისში მითითებული ზუსტი თანხა. ნაწილობრივი გადახდები არ დაიშვება და არ წარმოშობს კომპანიის მხრიდან შეკვეთის შესრულების (საქონლის მიწოდების) ვალდებულებას.
- იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო სისტემის ან საბანკო პროვაიდერის მხარეს წარმოქმნილი ტექნიკური შეფერხების გამო, თანხის ჩამოჭრა/ასახვა მოხდა —- წუთიანი ვადის ამოწურვის შემდგომ (დაგვიანებული გადახდა), დაფიქსირებული ფასი ითვლება ძალადაკარგულად. საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასების სწრაფი ცვალებადობის გათვალისწინებით, კომპანია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ:
(ა) გადაიანგარიშოს ფასი: შესთავაზოს მომხმარებელს პროდუქციის შეძენა თანხის ფაქტობრივი ასახვის მომენტისთვის არსებული ახალი საბაზრო ფასით (სხვაობის დამატების პირობით), ხოლო მომხმარებლის უარის შემთხვევაში გააუქმოს შეკვეთა;
(ბ) ცალმხრივად გააუქმოს ტრანზაქცია ყოველგვარი დამატებითი შეთანხმების გარეშე და დააბრუნოს თანხა.
- შეკვეთის გაუქმებისას (დაგვიანებული ტრანზაქციის ან ფასის გადაანგარიშებაზე მომხმარებლის უარის გამო), ჩამოჭრილი თანხა უკან დაუბრუნდება მომხმარებელს იმავე საბანკო ანგარიშზე/ბარათზე, საიდანაც მოხდა გადახდა, კომპანიის მიერ ტრანზაქციის გაუქმების სერვისის ინიცირებიდან საგადახდო პროვაიდერი ბანკის წესებითა და პროცედურებით განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, თუმცა არაუგვიანეს —– სამუშაო დღისა ნებისმიერი საბანკო ან/და ტრანზაქციის საკომისიოების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოკლებით.
- კომპანია არ აგროვებს, არ ამუშავებს და არ ინახავს მომხმარებლის საბანკო ბარათის (საკრედიტო/სადებეტო) სრულ მონაცემებს. ონლაინ გადახდის პროცესი და საგადახდო ინფორმაციის დამუშავება სრულად ხორციელდება პარტნიორი კომერციული ბანკის (ან სხვა ავტორიზებული გადახდის სერვისის პროვაიდერის) დაცული პლატფორმის მეშვეობით. შესაბამისად, კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის (პროვაიდერის) სისტემებში მონაცემთა შენახვის უსაფრთხოებასა თუ ნებისმიერი ფორმით გაჟონვაზე.
- კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლის საბანკო ბარათის, ელექტრონული ბანკინგის მონაცემების ან სხვა საგადახდო საშუალების დაკარგვის, მოპარვის ან მესამე პირის მიერ თაღლითური მიზნით გამოყენების შემთხვევებზე. პლატფორმაზე ინტეგრირებული საგადახდო სისტემით შესრულებული და ბანკის მიერ ავტორიზებული ნებისმიერი ტრანზაქცია მიიჩნევა მომხმარებლის მიერ ნებაყოფლობით და სანქცირებულ შესრულებად. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს კომპანიას მისი საგადახდო საშუალების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ, კომპანიის მხრიდან მომხმარებლის პროფილის / შეკვეთების ოპერატიულად დაბლოკვის მიზნით.
- შეძენილი პროდუქციის გატანა (მიწოდება) და რისკების გადასვლა
- კომპანია არ ახორციელებს შეძენილი ოქროს ფიზიკურ მიწოდებას (საკურიერო ან საფოსტო მომსახურებას). მომხმარებელი ვალდებულია, ვებ-გვერდზე წარმატებით გაფორმებული და სრულად გადახდილი შეკვეთა პირადად გაიტანოს კომპანიის ოფიციალური ფილიალიდან, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. №2/4, სავაჭრო ცენტრი „გალერეა თბილისი“, ——————(სართული) ცენტრალურ შესასვლელთან არსებული სტენდი (შემდგომში – ფილიალი).
- მაღალი ფინანსური ღირებულებისა და უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, პროდუქციის ფილიალიდან გატანისას სავალდებულოა მომხმარებლის მკაცრი იდენტიფიკაცია. პროდუქციის მიღებაზე უფლებამოსილია მხოლოდ ის პირი, ვისი სახელითა და პირადი მონაცემებითაც გაფორმდა შეკვეთა. პროდუქციის გაცემისას მომხმარებელი ვალდებულია პირადად წარმოადგინოს: (ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი აქტიური დოკუმენტი (ან პასპორტი) და (ბ) ვებ-გვერდზე გენერირებული შეკვეთის უნიკალური ნომერი ან/და შესაბამისი ინვოისი.
შენიშვნა: კომპანია იტოვებს უფლებას, უარი თქვას პროდუქციის მესამე (მინდობილ) პირზე გაცემაზე, თუ არ არსებობს სანოტარო წესით დამოწმებული სათანადო მინდობილობა, სადაც სახელობითად იქნება მითითებული ვებ-გვერდზე შეძენილი ოქროს ფილიალიდან გატანის უფლებამოსილების თაობაზე.
- ვებ-გვერდის მეშვეობით შეძენილი პროდუქციის გაცემისას, მიღება-ჩაბარების ფაქტისა და კომპანიის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების დასტურად სავალდებულოა შემდეგი პროცედურების ერთობლივი დაცვა:
(ა) მიმღები (მინდობილი) პირის ფიზიკური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/პასპორტი) ადგილზე წარმოდგენა, რომლის მონაცემებიც უნდა ემთხვეოდეს მომხმარებლის პროფილში წინასწარ მითითებულ ინფორმაციას;
(ბ) კომპანიის მიერ გენერირებულ სასაქონლო ზედნადებზე მიმღები პირის მიერ ფიზიკური ხელმოწერის დაფიქსირება, საკუთარი სახელის, გვარისა და პირადი ნომრის ხელით მითითებით.
შენიშვნა: წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მტკიცებულებების ერთობლიობა წარმოადგენს კომპანიის მხრიდან მომხმარებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების უპირობო და გამოუთხოვად დასტურს. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი / მინდობილი პირი მოაწერს ხელს დოკუმენტს, მომხმარებელს ერთმევა უფლება, განაცხადოს პრეტენზია ნივთის ჩაუბარებლობის ან მესამე პირის მიერ მისი მართლსაწინააღმდეგო გატანის თაობაზე.
- პროდუქციის შემთხვევით დაღუპვის, დაზიანების, დაკარგვის ან გაუფასურების სრული რისკი კომპანიიდან მომხმარებელზე გადადის ფილიალში პროდუქციის ფაქტობრივი გადაცემის მომენტიდან. მომხმარებელი ვალდებულია, პროდუქციის მიღების მომენტში (ფილიალის ტერიტორიაზევე) შეამოწმოს ოქროს ფიზიკური მდგომარეობა, სინჯი, წონა და სერტიფიკატის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სისწორე. ფილიალის დატოვების შემდგომ გამოთქმული პრეტენზიები ფიზიკურ დაზიანებასა თუ ვიზუალურ დეფექტებზე აღარ მიიღება.
- მომხმარებელი ვალდებულია გაიტანოს პროდუქცია შეკვეთის განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, კომპანია არ იღებს ვალდებულებას, უსასყიდლოდ შეინახოს მომხმარებლის საკუთრებაში არსებული ოქრო. ვადის გადაცილებისთვის კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელს დააკისროს შენახვის/დაცვის საფასური პროდუქციის საერთო ღირებულების 0,03%-ის ოდენობით ან უზრუნველყოს პროდუქციის გადატანა დაცულ საცავში მომხმარებლის ხარჯით.
- კომპანია უფლებამოსილია, გამოიყენოს ნივთის დაკავების უფლება და უარი განუცხადოს მომხმარებელს პროდუქციის ფაქტობრივ გადაცემაზე მანამ, სანამ იგი სრულად არ დაფარავს დარიცხულ შენახვის საფასურსა და სხვა თანმდევ ხარჯებს. მხარეები ცალსახად თანხმდებიან, რომ პროდუქციის გადაცემაზე უარის თქმის (დაკავების) პერიოდში ვადაგადაცილებული დღეების ათვლა და შესაბამისი საფასურის დარიცხვა არ წყდება.
- იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ გადასახდელი შენახვის/დაცვის დარიცხული საფასური და მასთან დაკავშირებული თანმდევი ხარჯები მიაღწევს ან გადააჭარბებს შეძენილი ოქროს მიმდინარე საბაზრო ღირებულების 40%-ს, კომპანია იტოვებს სრულ და უპირობო უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ, ყოველგვარი დამატებითი თანხმობისა თუ წინასწარი შეტყობინების გარეშე: განახორციელოს პროდუქციის იძულებითი გამოსყიდვა და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა შემდეგი პირობებით:
(ა) ოქროს შეფასების წესი (დამცავი ფილტრი): იძულებითი გამოსყიდვის მიზნებისთვის, ოქროს ღირებულება შეფასდება რეალიზაციის მომენტისთვის ვებ-გვერდზე (gold.ge) არსებული ოქროს უკან ჩაბარების (Buy-back) მიმდინარე საბაზრო ფასით ან მომხმარებლის მიერ შეკვეთისას ფაქტობრივად გადახდილი თავდაპირველი ფასით – იმის მიხედვით, თუ რომელი უფრო ნაკლებია;
ბ) დავალიანების გამოქვითვა: ამგვარად („ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად) შეფასებული თანხიდან კომპანია პირველ რიგში და უპირატესად სრულად ქვითავს დაგროვილ შენახვის საფასურსა და მიმდინარე ადმინისტრაციულ ხარჯებს;
გ) ნაშთის დაბრუნება: გამოქვითვის შემდეგ დარჩენილი ფულადი სახსრები (ამგვარის არსებობის შემთხვევაში) უბრუნდება მომხმარებელს იმავე საბანკო ანგარიშზე, საიდანაც განხორციელდა თავდაპირველი გადახდა;
დ) ფასთაშორისი ნამეტი და სანქცია: ოქროს ბაზრის შესაძლო ზრდის შედეგად წარმოშობილი ნებისმიერი სხვაობა/ნამეტი სრულად რჩება კომპანიას, როგორც მომხმარებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის (ნივთის დროულად გაუტანლობისთვის) დაკისრებული საჯარიმო სანქცია და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
- წინამდებარე მუხლის 7.7 პუნქტით განსაზღვრული პროცედურის დასრულების წამიდან, მომხმარებლის საკუთრების უფლება ოქროზე სრულად წყდება, ხოლო კომპანიის ვალდებულება მომხმარებლის წინაშე ითვლება შესრულებულად.
- პროდუქციის დაბრუნების აკრძალვა და ხელშეკრულებაზე უარის თქმა
- ვინაიდან ოქროს ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე (რომელსაც კომპანია ვერ აკონტროლებს), გაყიდული პროდუქცია უკან დაბრუნებას ან გადაცვლას არ ექვემდებარება.
- ვებ-გვერდზე შეკვეთის წარმატებით გაფორმების შემდეგ, მომხმარებელი კარგავს ხელშეკრულებაზე ცალმხრივად უარის თქმის (პროდუქციის დაბრუნების ან შეკვეთის გაუქმების) უფლებას. მომხმარებლის მხრიდან გარიგება მიიჩნევა საბოლოოდ, თუმცა კომპანიის მიერ მისი ფაქტობრივი აღსრულება დამოკიდებულია წინამდებარე წესებით დადგენილ წინაპირობებზე.
- კომპანია არ არის ვალდებული განახორციელოს მომხმარებლისგან პროდუქციის უკან შესყიდვა (buy-back). მიუხედავად ამისა, კომპანია უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ, ცალკეულ შემთხვევებში შესთავაზოს მომხმარებელს პროდუქციის უკან შესყიდვა შემდეგი პირობების დაცვით:
- კომპანია დამოუკიდებლად და ერთპიროვნულად წყვეტს buy-back მოთხოვნის დაკმაყოფილებას და უფლებამოსილია უარი თქვას მოთხოვნაზე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე;
- კომპანია არ იღებს ვალდებულებას შეისყიდოს პროდუქცია კონკრეტულ ფასად ან ფორმულით;
- პროდუქციის უკან შესყიდვის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს კომპანიის მიერ ოქროს ნამდვილობის, მთლიანობის, წონისა და ლუქის (შეფუთვის) დაუზიანებლობის ექსპერტიზა/შემოწმება. ნებისმიერი ეჭვის ან დაზიანების არსებობისას, კომპანია მომენტალურად ამბობს უარს შესყიდვაზე;
- ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ფორმით, მომხმარებლის სახელზე რეგისტრირებულ საბანკო ანგარიშზე;
- კომპანია არ აგებს პასუხს მომხმარებლის მიერ პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებულ ნებისმიერ ფინანსურ ზარალზე.
- ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთა
- შპს „გოლდ ავენიუ“, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს დამოუკიდებელ ანგარიშვალდებულ პირს (ძვირფასი ლითონებით ვაჭრობის განმახორციელებელი სუბიექტი) და მოქმედებს საკუთარი შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფარგლებში.
- ვინაიდან ვებ-გვერდზე ანგარიშსწორება ხორციელდება ექსკლუზიურად უნაღდო ფორმით, ონლაინ შესყიდვები არ ექვემდებარება სავალდებულო პრევენციულ ღონისძიებებს (KYC), გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა.
- საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის, თაღლითობის პრევენციისა და უსაფრთხო ბიზნეს გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, კომპანია იტოვებს სრულ და უპირობო უფლებას:
(ა) დაუყოვნებლივ და ცალმხრივად გააუქმოს შეკვეთა ან შეაჩეროს მისი შესრულება (მათ შორის, უკვე გადახდილი თანხის პირობებშიც), თუ კომპანიას გაუჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ადგილი აქვს თაღლითურ ქმედებას, მოპარული საბანკო მონაცემების/ბარათების გამოყენებას, ან ტრანზაქცია სხვაგვარად ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას;
(ბ) მომეტებული რისკის გამოვლენისას ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოსთხოვოს მომხმარებელს დამატებითი საიდენტიფიკაციო, ფინანსური ან ვერიფიკაციის მონაცემების წარმოდგენა, მათ შორის და არა მხოლოდ: ინფორმაცია ფულადი სახსრების/ქონების წარმომავლობის შესახებ ან/და დამატებითი დოკუმენტები, რაზეც უარის თქმა ან არასრული ინფორმაციის წარმოდგენა გახდება შეკვეთის დაუყოვნებლივ გაუქმების უპირობო საფუძველი.
- იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის ფილიალში/სავაჭრო სტენდთან განხორციელდება ნაღდი ფულით ანგარიშსწორება, რომლის თანხა (ან დაკავშირებული გარიგებების ჯამური თანხა) აღემატება 30,000 ლარს (ან ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში), კომპანია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ჩაატარებს კლიენტის სავალდებულო იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციას (KYC). კლიენტის მიერ ამ პროცედურაზე ან დოკუმენტაციის წარდგენაზე უარი გახდება პროდუქციის გადაცემაზე უპირობო უარის თქმისა და გადახდილი თანხის უკან დაბრუნების საფუძველი.
- მომხმარებელი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ საეჭვო ან უჩვეულო ტრანზაქციის/აქტივობის გამოვლენის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია და ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიაწოდოს ინფორმაცია და შესაბამისი ანგარიშგება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ან/და სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს ისე, რომ მას არ დაეკისრება აღნიშნულის თაობაზე მომხმარებლის წინასწარი ან შემდგომი ინფორმირების ვალდებულება.
- პასუხისმგებლობის შეზღუდვა
- ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია, სიახლე, ანალიტიკური მასალა, ფასი, გრაფიკი თუ სხვა მონაცემი მოწოდებულია ექსკლუზიურად ზოგადი საინფორმაციო მიზნებისთვის და არცერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს (ა) საინვესტიციო, ფინანსურ, საგადასახადო ან იურიდიულ რჩევას; (ბ) შეთავაზებას ან მოწვევას რაიმე საინვესტიციო გადაწყვეტილების მისაღებად; (გ) სამომავლო შედეგების გარანტიას ან პროგნოზს. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ ნებისმიერ საინვესტიციო გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებლად, საკუთარი რისკითა და პასუხისმგებლობით.
- ძვირფასი ლითონებით ვაჭრობა შეიცავს მაღალ ფინანსურ რისკს. კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას ნებისმიერ პირდაპირ თუ არაპირდაპირ ფინანსურ ზიანზე, რომელიც შესაძლოა დაუდგეს მომხმარებელს გლობალურ ბაზარზე ოქროს ფასის მერყეობის, ლიკვიდურობის ცვლილების ან სხვა ეკონომიკური ფაქტორების გამო პროდუქციის შეძენამდე, შეძენის პროცესში ან შეძენის შემდგომ პერიოდში.
- პლატფორმა და მასთან დაკავშირებული სერვისები მოგეწოდებათ „როგორც არის“ (As-Is) და „როგორც ხელმისაწვდომია“ (As-Available) პრინციპით. კომპანია არ იძლევა რაიმე სახის გარანტიას ვებ-გვერდის უწყვეტ, უშეცდომო ან უსაფრთხო მუშაობაზე. კომპანია არ აგებს პასუხს ნებისმიერ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ტექნიკური შეფერხებებით, სერვერის გათიშვით, კიბერ-შეტევებით, ინტერნეტ-პროვაიდერების ხარვეზებით ან მესამე მხარის (მათ შორის, გლობალური ფასების მიმწოდებელი სისტემების) მონაცემთა უზუსტობით/დაგვიანებით.
- საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ მაქსიმალურ ფარგლებში, კომპანია (მისი დირექტორები და თანამშრომლები) არ აგებს პასუხს არაპირდაპირ ზიანზე, მორალურ ზიანსა და მიუღებელ შემოსავალზე. ნებისმიერ შემთხვევაში, კომპანიის ჯამური სამართლებრივი პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე შემოიფარგლება მხოლოდ იმ კონკრეტული შეკვეთის ფარგლებში ფაქტობრივად გადახდილი თანხის ოდენობით, რომელმაც წარმოშვა დავა..
- გარანტიები
- კომპანია უზრუნვეყოფს და იძლევა გარანტიას, რომ ვებ-გვერდზე განთავსებული გასაყიდი ოქროს მახასიათებლები სრულად შეესაბამება მითითებულ აღწერას.
- ოქროს სერტიფიცირების შემთხვევაში, აღწერაში დაფიქსირდება შესაბამისი მითითება.
- მომხმარებელი აცნობიერებს, რომ პროდუქციის ორიგინალი შეფუთვის დაზიანება ან გახსნა ავტომატურად იწვევს სერტიფიკატის გაუქმებას და ნივთის ღირებულების შემცირებას, რაზეც კომპანია პასუხს არ აგებს.
- ფორს-მაჟორი
- კომპანია თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის, თუ ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალით (ფორს-მაჟორი), როგორიცაა: სტიქიური უბედურებები, ომი, საბაჟო და ლოგისტიკური შეფერხებები, ბირჟის მუშაობის ტექნიკური შეჩერება და სხვა დაუძლეველი ძალა.
- მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა
- წინამდებარე წესები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
- მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს ურთიერთმოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოთა სისტემაში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მატერიალური სამართლის საფუძველზე, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმების გამორიცხვით, რომლებიც მიუთითებენ უცხო ქვეყნის სამართლის ნორმების გამოყენებაზე.