ოქრო
1გ = $129.19
1 უნცია = $4,018.24
  • English

კონფიცენდიალობის პოლიტიკა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

(კონფიდენციალურობის პოლიტიკა)

ბოლო განახლების თარიღი: [თარიღი]

წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა (შემდგომში – პოლიტიკა) აღწერს, თუ როგორ აგროვებს, ამუშავებს, ინახავს და იცავს შპს „გოლდ ავენიუ“ (ს/ნ: 420004499, მის: საქართველო, ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №1) (შემდგომში – კომპანია) თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვებ-გვერდის gold.ge გამოყენებისა და ოქროს შეძენის პროცესში.

ჩვენი მონაცემთა დამუშავების პრაქტიკა სრულ შესაბამისობაშია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს მოქმედ კანონთან, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონთან.

ჩვენ ვამუშავებთ მონაცემებს კანონიერების, სამართლიანობის, გამჭვირვალობის, მიზნობრივი შეზღუდვის, მინიმიზაციის, სიზუსტისა და უსაფრთხოების პრინციპების მკაცრი დაცვით

1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი და საკონტაქტო მონაცემები

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირია:

2. რა სახის პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ

ჩვენ ვამუშავებთ მხოლოდ იმ მოცულობის მონაცემებს, რაც აუცილებელია მიზნის მისაღწევად:

3. მონაცემთა დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები

ჩვენ თქვენს მონაცემებს ვამუშავებთ შემდეგი მიზნებითა და სამართლებრივი საფუძვლებით:

4. მონაცემთა გაზიარება და საერთაშორისო გადაცემა

თქვენი მონაცემები მკაცრად კონფიდენციალურია. ჩვენ მათ ვუზიარებთ მესამე პირებს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში:

5. მონაცემთა შენახვის ვადები

6. ვიდეომონიტორინგი მომსახურების გაწევის ლოკაციაზე

ვინაიდან ჩვენი პროდუქციის ადგილზე გატანა და მომსახურების გაწევა ხორციელდება სავაჭრო ცენტრში განთავსებულ სტენდზე, უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნით, ვიდეომონიტორინგის პროცესი და მასზე პასუხისმგებლობა გამიჯნულია შემდეგნაირად:

მომხმარებელი ინფორმირებულია, რომ კომპანიის მიერ საკუთარ სტენდზე ვიდეომონიტორინგის განხორციელების შემთხვევაში, ჩანაწერები დამუშავდება მხოლოდ ზემოთ აღნიშნული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად და მკაცრად იქნება დაცული კანონმდებლობით დადგენილი წესით

7. თქვენი (მონაცემთა სუბიექტის) უფლებები

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ:

თქვენი უფლებების რეალიზაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@gold.ge. მოთხოვნას განვიხილავთ და პასუხს გაცნობებთ კანონით დადგენილ ვადაში კერძოდ: (ა) ინფორმაციის/ასლების მიღების, მონაცემთა გასწორების, წაშლისა და თანხმობის გამოხმობის მოთხოვნებზე – არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს დამატებით 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ გეცნობებათ); (ბ) პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის მოთხოვნის შემთხვევაში – არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა; (გ) მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის შემთხვევაში – არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.

8. მონაცემთა უსაფრთხოება და ინციდენტებზე რეაგირება

8.1. ჩვენ ვიყენებთ მონაცემთა დამუშავების შესაძლო საფრთხეების შესაბამის, ადეკვატურ და გონივრულ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების მექანიზმების (მონაცემთა კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის) დაცვას უნებართვო ან უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან გამჟღავნებისგან. ამასთან, კომპანია უზრუნველყოფს ელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემებზე განხორციელებული ყველა მოქმედების (მათ შორის, მონაცემებზე წვდომის, შეცვლის, გამჟღავნების ან წაშლის) სისტემურ აღრიცხვას.

8.2. იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა მონაცემთა უსაფრთხოების ინციდენტი, რომელმაც მაღალი ალბათობით შესაძლოა მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას თქვენს უფლებებსა და თავისუფლებებს, ჩვენ გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე გაცნობებთ ინციდენტის, სავარაუდო ზიანისა და მის აღმოსაფხვრელად მიღებული ზომების შესახებ. ამასთანავე, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, ინციდენტის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 72 საათისა, შესაბამისი შეტყობინება წარედგინება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს (საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს) გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ინციდენტი მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის ადამიანის უფლებებს.

8.3. კომპანია აწარმოებს მონაცემთა უსაფრთხოების ყველა ინციდენტის, დამდგარი შედეგისა და მიღებული ზომების შიდა აღრიცხვას.

9. პოლიტიკაში ცვლილებების შეტანა

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, განვაახლოთ წინამდებარე პოლიტიკა კანონმდებლობაში ან ჩვენს სერვისებში შესული ცვლილებების შესაბამისად. მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში, გაცნობებთ ელექტრონული ფოსტით ან ვებ-გვერდზე შეტყობინების განთავსების გზით.

10. ქუქი-ფაილების (Cookies) გამოყენების პოლიტიკა

10.1. რა არის ქუქი-ფაილი? ქუქი-ფაილი (Cookie) არის მცირე ზომის ტექსტური ფაილი, რომელიც ინახება თქვენს მოწყობილობაში (კომპიუტერში, პლანშეტსა თუ მობილურ ტელეფონში) ჩვენი ვებ-გვერდის გახსნისას. იგი ეხმარება ვებ-გვერდს, დაიმახსოვროს თქვენი ქმედებები და არჩევანი (მაგალითად: ენა, ავტორიზაციის დეტალები) გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რათა არ მოგიწიოთ მათი ხელახლა მითითება საიტზე ყოველი ახალი შესვლისას.

10.2. რა სახის ქუქი-ფაილებს ვიყენებთ? ჩვენი პლატფორმა იყენებს შემდეგი კატეგორიის ქუქი-ფაილებს:

(ა) მკაცრად აუცილებელი (ტექნიკური) ქუქი-ფაილები: ეს ფაილები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვებ-გვერდის გამართული ფუნქციონირებისთვის. მათი მეშვეობით ხდება მომხმარებლის უსაფრთხო ავტორიზაცია, სესიის მართვა და შეკვეთის გაფორმების პროცესის ტექნიკური უზრუნველყოფა (მათ შორის, თაღლითობის პრევენცია). ამ ფაილების გათიშვა გამოიწვევს ვებ-გვერდის სერვისების შეფერხებას. მათი გამოყენება არ საჭიროებს მომხმარებლის წინასწარ თანხმობას.

(ბ) ანალიტიკური და სტატისტიკური ქუქი-ფაილები: გამოიყენება მხოლოდ თქვენი წინასწარი თანხმობის საფუძველზე. გვეხმარება გავიგოთ, როგორ იყენებენ სტუმრები ჩვენს ვებ-გვერდს (მაგალითად, რომელ გვერდებზე ჩერდებიან ყველაზე დიდხანს, საიდან შემოვიდნენ საიტზე). ეს ინფორმაცია ანონიმურია და გამოიყენება მხოლოდ პლატფორმის დიზაინისა და ფუნქციონალის გასაუმჯობესებლად.

(გ) ფუნქციური ქუქი-ფაილები: გამოიყენება მხოლოდ თქვენი წინასწარი თანხმობის საფუძველზე. ვებ-გვერდს აძლევს საშუალებას, დაიმახსოვროს თქვენ მიერ გაკეთებული არჩევანი (მაგ: სასურველი ენა ან ვალუტა) და მოგაწოდოთ პერსონალიზებული გამოცდილება.

(დ) მარკეტინგული (სარეკლამო) ქუქი-ფაილები: გამოიყენება თქვენი ინტერესების შესაბამისი რეკლამის მოსაწოდებლად როგორც ჩვენს ვებ-გვერდზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამ ფაილების გამოყენება ხდება მხოლოდ თქვენი წინასწარი, აქტიური თანხმობის (Opt-in) საფუძველზე.

10.3. ქუქი-ფაილების მართვა და თანხმობის გამოხმობა ვებ-გვერდზე პირველი სტუმრობისას, სპეციალური საინფორმაციო ფანჯრის (Cookie Banner) მეშვეობით, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აირჩიოთ, რომელ ქუქი-ფაილებზე აცხადებთ თანხმობას (გარდა მკაცრად აუცილებელი ფაილებისა). თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი არჩევანი, წაშალოთ უკვე შენახული ქუქი-ფაილები ან სრულად დაბლოკოთ ისინი ვებ-გვერდის ქვედა პანელში (Footer) განთავსებულ „ქუქი-ფაილების პარამეტრები“ (Cookie Settings) ღილაკზე დაჭერით[SZ2]  ან თქვენი ბრაუზერის პარამეტრებიდან (Settings). გაითვალისწინეთ, რომ ტექნიკური ქუქი-ფაილების დაბლოკვამ შესაძლოა შეზღუდოს ვებ-გვერდზე საინვესტიციო ოქროს შეძენისა და პროფილის მართვის შესაძლებლობა.

10.4. ქუქი ფაილების გამოყენებაზე თქვენ მიერ აქტიური მოქმედებით გაცემული თანხმობა და შესაბამისი მონაცემები ინახება 6 თვის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ძველი მონაცემები წაიშლება და ვებგვერდზე სტუმრობისას თქვენ ხელახლა მოგეთხოვებათ თანხმობის განახლება/დადასტურება.


 [SZ1]საიტზე რეგისტრაციისას ამის თანხმობის ტექსტი ცალკე მოსანიშნ ფანჯარაში უნდა ამოხტეს:

“ვაცხადებ თანხმობას მონაცემების საერთაშორისო გადაცემაზე, მათ შორის იმ სახელმწიფოებში, რომლებშიც შესაძლოა არ არსებობდეს მონაცემთა დაცვის ისეთივე გარანტიები, როგორიც საქართველოში და ვაცნობიერებ სათანადო გარანტიების არარსებობის გამო მონაცემთა უნებართვო წვდომის ან დამუშავების რისკებს“.

 [SZ2]ეს  ველი იქნება აუცილებლად გასაკეთებელი.

პერსონალურის მე-20 მუხლი:

2. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, თანხმობა გამოიხმოს იმავე ფორმით, რომლითაც  თანხმობა განაცხადა.