Gold
1G = $129.10
1T/oz = $4,015.48
  • ქართული

Site Rules

ვებ-გვერდის სარგებლობის წესები და პირობები (Terms & Conditions)

  1. ზოგადი დებულებები
  2. წინამდებარე წესები და პირობები (შემდგომში – წესები) არეგულირებს შპს „გოლდ ავენიუს“ (ს/ნ: 420004499, მის: საქართველო, ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №1) (შემდგომში – კომპანია) მიერ ოპერირებადი ვებ-გვერდის gold.ge გამოყენებისა და ოქროს (მონეტები, ზოდები, ფირფიტები) გაყიდვის პირობებს.
  3. თუ სხვა რამ არ არის მითითებული, საავტორო და სხვა სახის ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ვებ-გვერდზე და მასზე გამოქვეყნებულ მასალაზე ეკუთვნის შპს „გოლდ ავენიუს“ (ს/ნ: 420004499, მის: საქართველო, ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №1).
  4. ვებ-გვერდი ეკუთვნის შპს „გოლდ ავენიუს“ (ს/ნ: 420004499, მის: საქართველო, ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №1) და კომპანიის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე აკრძალულია ვებ-გვერდიდან ნებისმიერი მონაცემის მოპოვება, კოპირება, შენახვა ან კომერციული გამოყენება, როგორც მექანიკური საშუალებებით, ისე ნებისმიერი ავტომატიზებული სისტემის, პროგრამის (ე.წ. „სკრაპინგი“, „ბოტები“, „სპაიდერები“) ან სხვა ტექნიკური მეთოდების გამოყენებით.
  5. ვებ-გვერდის გამოყენებით, თქვენ, მომხმარებელი ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე წესებსა და პირობებს, უპირობოდ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკასა და „ქუქი პოლიტიკას“. თუ წესებსა და პირობებს არ ეთანხმებით, გთხოვთ, შეწყვიტოთ ამ ვებ-გვერდის გამოყენება. მხარეთა სპეციალური წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, ცალკეულ კლიენტებთან (მათ შორის, მსხვილი/კორპორატიული შესყიდვების ფარგლებში) შესაძლებელია განისაზღვროს წინამდებარე წესებისა და პირობებისგან განსხვავებული, ინდივიდუალური ნასყიდობის/მომსახურების პირობები. ასეთ შემთხვევებში, ინდივიდუალურ ხელშეკრულებასა და წინამდებარე წესებს შორის შეუსაბამობისას, უპირატესობა ენიჭება ინდივიდუალური ხელშეკრულების პირობებს.
  6. წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე სავალდებულო შეთანხმებას კომპანიასა და თქვენს შორის, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ ვებ-გვერდისა და ჩვენი სერვისების გამოყენებას.
  7. კომპანია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს განაახლოს, შეცვალოს, ან გადახედოს წინამდებარე წესებსა და პირობებს. ნებისმიერი ცვლილება ძალაში შევა ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე. ვებ-გვერდზე მითითებული იქნება ბოლო განახლების თარიღი. თქვენ ვალდებული ხართ ვებ-გვერდის გამოყენებისას ყოველ ჯერზე გადაამოწმოთ წესებისა და პირობების ბოლო განახლების თარიღი და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოთ მას. წესებსა და პირობებში ცვლილების შეტანის შემდეგ თქვენ მიერ ვებ-გვერდის გამოყენება წარმოადგენს თქვენს მიერ შეცვლილი პირობების მიღებას.

(ა) ღია ბანკინგის (Open Banking / QR კოდი) მეშვეობით: აღნიშნული საგადახდო არხი თავისუფლდება დამატებითი საკომისიოებისგან, თუმცა ხელმისაწვდომია მხოლოდ პარტნიორი კომერციული ბანკების მომხმარებლებისთვის;

(ბ) სტანდარტული საბანკო ბარათით (Visa / Mastercard): გადახდისას შესაძლოა მოქმედებდეს მომსახურე ბანკის მიერ დადგენილი საკომისიო (შესაძლოა 2-3%-ის ფარგლებში), რომელიც სრულად ეკისრება მომხმარებელს და კომპანია არ არის პასუხისმგებელი აღნიშნული საკომისიოს მოცულობასა თუ მის ჩამოჭრაზე.

(ა) გადაიანგარიშოს ფასი: შესთავაზოს მომხმარებელს პროდუქციის შეძენა თანხის ფაქტობრივი ასახვის მომენტისთვის არსებული ახალი საბაზრო ფასით (სხვაობის დამატების პირობით), ხოლო მომხმარებლის უარის შემთხვევაში გააუქმოს შეკვეთა;

(ბ) ცალმხრივად გააუქმოს ტრანზაქცია ყოველგვარი დამატებითი შეთანხმების გარეშე და დააბრუნოს თანხა.

შენიშვნა: კომპანია იტოვებს უფლებას, უარი თქვას პროდუქციის მესამე (მინდობილ) პირზე გაცემაზე, თუ არ არსებობს სანოტარო წესით დამოწმებული სათანადო მინდობილობა, სადაც სახელობითად იქნება მითითებული ვებ-გვერდზე შეძენილი ოქროს ფილიალიდან გატანის უფლებამოსილების თაობაზე.

(ა) მიმღები (მინდობილი) პირის ფიზიკური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/პასპორტი) ადგილზე წარმოდგენა, რომლის მონაცემებიც უნდა ემთხვეოდეს მომხმარებლის პროფილში წინასწარ მითითებულ ინფორმაციას; 

(ბ) კომპანიის მიერ გენერირებულ სასაქონლო ზედნადებზე მიმღები პირის მიერ ფიზიკური ხელმოწერის დაფიქსირება, საკუთარი სახელის, გვარისა და პირადი ნომრის ხელით მითითებით.

შენიშვნა: წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მტკიცებულებების ერთობლიობა წარმოადგენს კომპანიის მხრიდან მომხმარებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების უპირობო და გამოუთხოვად დასტურს. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი / მინდობილი პირი მოაწერს ხელს დოკუმენტს, მომხმარებელს ერთმევა უფლება, განაცხადოს პრეტენზია ნივთის ჩაუბარებლობის ან მესამე პირის მიერ მისი მართლსაწინააღმდეგო გატანის თაობაზე.

(ა) ოქროს შეფასების წესი (დამცავი ფილტრი): იძულებითი გამოსყიდვის მიზნებისთვის, ოქროს ღირებულება შეფასდება რეალიზაციის მომენტისთვის ვებ-გვერდზე (gold.ge) არსებული ოქროს უკან ჩაბარების (Buy-back) მიმდინარე საბაზრო ფასით ან მომხმარებლის მიერ შეკვეთისას ფაქტობრივად გადახდილი თავდაპირველი ფასით – იმის მიხედვით, თუ რომელი უფრო ნაკლებია;

ბ) დავალიანების გამოქვითვა: ამგვარად („ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად) შეფასებული თანხიდან კომპანია პირველ რიგში და უპირატესად სრულად ქვითავს დაგროვილ შენახვის საფასურსა და მიმდინარე ადმინისტრაციულ ხარჯებს;

გ) ნაშთის დაბრუნება: გამოქვითვის შემდეგ დარჩენილი ფულადი სახსრები (ამგვარის არსებობის შემთხვევაში) უბრუნდება მომხმარებელს იმავე საბანკო ანგარიშზე, საიდანაც განხორციელდა თავდაპირველი გადახდა;

დ) ფასთაშორისი ნამეტი და სანქცია: ოქროს ბაზრის შესაძლო ზრდის შედეგად წარმოშობილი ნებისმიერი სხვაობა/ნამეტი სრულად რჩება კომპანიას, როგორც მომხმარებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის (ნივთის დროულად გაუტანლობისთვის) დაკისრებული საჯარიმო სანქცია და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

(ა) დაუყოვნებლივ და ცალმხრივად გააუქმოს შეკვეთა ან შეაჩეროს მისი შესრულება (მათ შორის, უკვე გადახდილი თანხის პირობებშიც), თუ კომპანიას გაუჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ადგილი აქვს თაღლითურ ქმედებას, მოპარული საბანკო მონაცემების/ბარათების გამოყენებას, ან ტრანზაქცია სხვაგვარად ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას;

(ბ) მომეტებული რისკის გამოვლენისას ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოსთხოვოს მომხმარებელს დამატებითი საიდენტიფიკაციო, ფინანსური ან ვერიფიკაციის მონაცემების წარმოდგენა, მათ შორის და არა მხოლოდ: ინფორმაცია ფულადი სახსრების/ქონების წარმომავლობის შესახებ ან/და დამატებითი დოკუმენტები, რაზეც უარის თქმა ან არასრული ინფორმაციის წარმოდგენა გახდება შეკვეთის დაუყოვნებლივ გაუქმების უპირობო საფუძველი. 

  1. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
    1. ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია, სიახლე, ანალიტიკური მასალა, ფასი, გრაფიკი თუ სხვა მონაცემი მოწოდებულია ექსკლუზიურად ზოგადი საინფორმაციო მიზნებისთვის და არცერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს (ა) საინვესტიციო, ფინანსურ, საგადასახადო ან იურიდიულ რჩევას; (ბ) შეთავაზებას ან მოწვევას რაიმე საინვესტიციო გადაწყვეტილების მისაღებად; (გ) სამომავლო შედეგების გარანტიას ან პროგნოზს. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ ნებისმიერ საინვესტიციო გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებლად, საკუთარი რისკითა და პასუხისმგებლობით.
    1. ძვირფასი ლითონებით ვაჭრობა შეიცავს მაღალ ფინანსურ რისკს. კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას ნებისმიერ პირდაპირ თუ არაპირდაპირ ფინანსურ ზიანზე, რომელიც შესაძლოა დაუდგეს მომხმარებელს გლობალურ ბაზარზე ოქროს ფასის მერყეობის, ლიკვიდურობის ცვლილების ან სხვა ეკონომიკური ფაქტორების გამო პროდუქციის შეძენამდე, შეძენის პროცესში ან შეძენის შემდგომ პერიოდში.
    1. პლატფორმა და მასთან დაკავშირებული სერვისები მოგეწოდებათ „როგორც არის“ (As-Is) და „როგორც ხელმისაწვდომია“ (As-Available) პრინციპით. კომპანია არ იძლევა რაიმე სახის გარანტიას ვებ-გვერდის უწყვეტ, უშეცდომო ან უსაფრთხო მუშაობაზე. კომპანია არ აგებს პასუხს ნებისმიერ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ტექნიკური შეფერხებებით, სერვერის გათიშვით, კიბერ-შეტევებით, ინტერნეტ-პროვაიდერების ხარვეზებით ან მესამე მხარის (მათ შორის, გლობალური ფასების მიმწოდებელი სისტემების) მონაცემთა უზუსტობით/დაგვიანებით.
    1. საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ მაქსიმალურ ფარგლებში, კომპანია (მისი დირექტორები და თანამშრომლები) არ აგებს პასუხს არაპირდაპირ ზიანზე, მორალურ ზიანსა და მიუღებელ შემოსავალზე. ნებისმიერ შემთხვევაში, კომპანიის ჯამური სამართლებრივი პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე შემოიფარგლება მხოლოდ იმ კონკრეტული შეკვეთის ფარგლებში ფაქტობრივად გადახდილი თანხის ოდენობით, რომელმაც წარმოშვა დავა..
  1. გარანტიები
  2. კომპანია უზრუნვეყოფს და იძლევა გარანტიას, რომ ვებ-გვერდზე განთავსებული გასაყიდი ოქროს მახასიათებლები სრულად შეესაბამება მითითებულ აღწერას.
  3. ოქროს სერტიფიცირების შემთხვევაში, აღწერაში დაფიქსირდება შესაბამისი მითითება.
  4. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ პროდუქციის ორიგინალი შეფუთვის დაზიანება ან გახსნა ავტომატურად იწვევს სერტიფიკატის გაუქმებას და ნივთის ღირებულების შემცირებას, რაზეც კომპანია პასუხს არ აგებს.
  1. ფორს-მაჟორი
  2. კომპანია თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის, თუ ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალით (ფორს-მაჟორი), როგორიცაა: სტიქიური უბედურებები, ომი, საბაჟო და ლოგისტიკური შეფერხებები, ბირჟის მუშაობის ტექნიკური შეჩერება და სხვა დაუძლეველი ძალა.
  1. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა
    1. წინამდებარე წესები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
    1. მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს ურთიერთმოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოთა სისტემაში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მატერიალური სამართლის საფუძველზე, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმების გამორიცხვით, რომლებიც მიუთითებენ უცხო ქვეყნის სამართლის ნორმების გამოყენებაზე.