ავსტრალიური „კენგურუ“ (Gold Kangaroo) პერთის ზარაფხანის ფლაგმანი მონეტაა, რომელიც 999.9 სინჯის სუფთა ოქროთი იჭედება და ავსტრალიის ლეგალურ გადახდის საშუალებას წარმოადგენს. სხვა მონეტებისგან მას ყოველწლიურად ცვალებადი დიზაინი გამოარჩევს, რაც პროდუქტს საკოლექციო (ნუმიზმატიკურ) ღირებულებასაც სძენს. უსაფრთხოებისთვის მონეტა აღჭურვილია მიკროლაზერული გრავირებით, რომელიც მხოლოდ გამადიდებელი შუშით ჩანს, ხოლო მისი სრულყოფილი მდგომარეობის შესანარჩუნებლად თითოეული მონეტა ინდივიდუალურ დამცავ კაფსულაშია მოთავსებული.
| სუფთა წონა | 1 უნცია (31.1გ) |
| ზომები | Ø 32.6 მმ x 2.8 მმ |
| სინჯი / შემცველობა | 999.9/1000 – 24 კარატი |
| გამოშვების წელი | 2026 |
| მდგომარეობა | ახალი |
| წარმოშობის ქვეყანა | ავსტრალია |
| ზარაფხანა | პერთის ზარაფხანა (The Perth Mint) |
| უსაფრთხოების ნიშნები | დიახ |
| საგადასახადო | დიახ |
| ნომინალური ღირებულება | 100 ავსტრალიური დოლარი |
| გადასახადი (დღგ) | გათავისუფლებულია დღგ-სგან |